1.პროექტის სახელწოდება. - "იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა..."
2.პროექტის მთავარი იდეა.–აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების სახელის უკვდავყოფა; ზრუნვა ბუნების დაცვასა და გამწვანებაზე.
.
3.პროექტის აქტუალობა. –აფხაზეთი–საქართველოს მოჭრილი მკერდი, ჩვენი დარდი და ტკივილი.საქართველოს გაჩეხილი ტყეები –დღევანდელი და მომავალი თაობების საზრუნავი. მოსწავლეები ისტ–ის მეშვეობით, ასევე აფხაზეთის ომის მონაწილეებისა და დევნილებისგან(რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სოფელში) შეაგროვებენ ინფორმაციას. ეს კი მათში სამშობლოს სიყვარულისა და ერთიანობის აღდგენის სურვილს აძლიერებს.
4.პროექტის მიზნები.–პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება;სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა მიმართ პატივისცემის უნარის განვითარება; ისტ–ისა და პირადი კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარის განვითარება; აფხაზეთში უკვალოდ დაკარგული გოდერძი კუკნიშვილის ახლობლების, მეგობრებისა და ყოფილი მასწავლებლებისგან მოძიებული დოკუმენტური მასალით ბლოგის შექმნა.
5.მონაწილეთა ასაკი.–14–15წ.
6.ვადები/ხანგრძლივობა.–1თვე. 2კვირის განმავლობაში მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას. 2კვირის განმავლობაში კი დაახარისხებენ და განათავსებენ ინტერნეტში.
7.მოსალოდნელი შედეგები.–აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფა; საქართველოს ერთიანობის აღდგენის იდეის გაღვივება; ბუნების მოვლა–პატრონობის გრძნობის გაღრმავება; მოსწავლების გაწაფვა ისტ–ისტექნოლოგიებისგამოყენებაში.
8.საჭირო ძირითადი რესურსები.–ინტერნეტი,ციფრული ფოტოაპარატი, მწვანე ნერგები,ნიჩბები.
9.მსვლელობა.–ჯგუფების ჩამოყალიბება: ერთი ჯგუფი მუშაობს ინტერნეტში, მეორე –ინფორმაციას იღებს აფხაზეთში მებრძოლი თანასოფლელებისგან; მესამე ჯგუფი მოიპოვებს მასალებს აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის შესახებ მისი ახლობლებისგან; მეოთხე კი იზრუნებს ნარგავების შეგროვებაზე. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები ერთ დღეს მიდიან წინასწარ შერჩეულ ადგილას და რგავენ ნერგებს. ბოლოს ხდება პრეზენტაცია.
10.საგანთშორისი კავშირი.–ისტორია,ბიოლოგია.
11.ხელძღვნელი.ა–ნანა ასპანაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.nana.aspanashvili
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.-nanaasp.